ტელეკომპანია Sky News-ის მიერ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.
მათი გამოკლებით, ვინც ჯერ არ ჩამოყალიბებულა ან ხმის მიცემას არ აპირებს, 66% საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრ ლიზ ტრასს ირჩევს, ხოლო ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს - 34%.
ამასთან, რესპონდენტთა 57%-მა განაცხადა, რომ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
5 სექტემბერამდე ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს „კონსერვატიული პარტიის“ წევრები (დღეისათვის დაახლოებით 200 000 ადამიანი) ფოსტის მეშვეობით აირჩევენ.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.