სანდრო რაქვიაშვილი ზაზა შათირიშვილის განცხადებაზე: შვეიცარია თავისი საბანკო და სასამართლო სისტემებით სანიმუშო ქვეყანაა - ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი

სანდრო რაქვიაშვილი ზაზა შათირიშვილის განცხადებაზე: შვეიცარია თავისი საბანკო და სასამართლო სისტემებით სანიმუშო ქვეყანაა - ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი

ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი. სასაცილოც არის, სანიმუშო ქვეყანაა შვეიცარია თავისი საბანკო და სასამართლო სისტემით. ბედნიერები ვიქნებით, თუ ოდესმე მივაღწევთ იმ დონეს, რაც ახლა შვეიცარიაშია და ეს სასამართლოა გამოყვანილი, როგორც აშშ-ის მიერ კონტროლირებადი და ჩვენ, თურმე დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, რომლის დაპყრობასაც ცდილობენ ამერიკელები, - თქვა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა რითაც გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომელიც შვეიცარიის სასამართლოს, საბანკო სისტემას და მედიას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობლივ შანტაჟში ადანაშაულებს.

„რომც წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკელები აკონტროლებენ მთელს შვეიცარიულ სასამართლოს და ა.შ., ეს ხომ არ შეიძლება, რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა იცოდეს, როგორც საიდუმლო. სავარაუდოდ, ეს იმდენად ცხადი იქნებოდა, რომ ბევრი წყაროდან გვეცოდინებოდა და შვეიცარია აღარ იქნებოდა შვეიცარია. რომ აღმოჩნდეს, რომ შვეიცარია ასე ებრძვის ივანიშვილს, რომც არ იყოს ივანიშვილი და იყოს ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე და გავიგოთ, რომ ასეთი მასშტაბური შეტევაა ამერიკის ან შვეიცარიის მხრიდან, ეს ხომ დიპლომატიური სკანდალი იქნებოდა? მე არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი არსებობს. ჩემი აზრით ეს ჩვეულებრივი ანტიამერიკული კამპანიის ნაწილია. ამ შეფასებაში არ არის ისეთი არგუმენტი წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება განხილვის საკითხი ყოფილიყო“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

ცუგო-2 თქვენ, გირჩელები, როცა საქმე ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას ეხება, მხოლოდ ბლა-ბლათი გამოძვრებით ხოლმე, იმ ფაქტებზე არაფერს არ ამბობთ, რასაც ოცნებიდან გასული დეპუტატები ამბობენ, განა არ იცით რაც ხდება, უბრალოდ გეშინით ფაქტობრივი ლაპარაკი!!!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნასტავლი კაცი ხარ, მაგრამ გამოთაყვანებული ლიბერალი მედასავლეთე! ერთხელ ახალგაზრდობაში რაჭაში ვიყავი. ვიღაც ახალგაზრდას გადავეყარე, რომელიც ძალიან უკუღმართად საუბრობდა. კამათი რომ არ მომსვლოდა, ერთმა ადგილობრივმა კაცმა გვერზდზე გამიყვანა და მითხრა, მაგას ნუ ელაპარაკები, ლოგიკა, დასბუთება არ ჭრის, შენ რაც არ უნდა ცხადი სიმართლე უთხრა ქურდმა თუ არ დაადასტურა შენი ნათქვამი ეს მაინც თავისას მიაწვებაო! ასე გჭირს შენც, ქურდმა--ბაცაცა შვეიცარულმა ბანკმა კაცს 607 მილიონი დოლარი მოპარა ანგარიშიდან! აქ კითხვები არ არსებოიბს! აბა შვეიცარული საბანკო სისტემის რა რეპუტაციაზე საუბრობ, არ გრცხვენია სულ მთლად გამოთაყვანდი, ალილუია შვეიცარია?! ასე მთლად მუცელზე ხოხვა რა ამბავია შე კაი კაცო?!
2 წლის უკან
Maverick რა-(გ)ქვია-შვილო, ანუ ბიჭუნავ, შენ 600 მილიონი დოლარი კი არა 600 ლარი რომ დაგაწეროს შვეიცარიის ან ნებისმიერმა ბანკმა ნიფხავიდან ამოხტები, ასე, რომ გირჩევ სხვისი სიმდიდრის ყურებას აჯობებს ცოტა კაცივით მოიქეცი, არაკაცობაა ჭორიკანობა, სხვისი საქმეების ორმაგი სტანდარტებით გარჩევა!
2 წლის უკან
Maverick რა-(გ)ქვია-შვილო, ანუ ბიჭუნავ, შენ 600 მილიონი დოლარი კი არა 600 ლარი რომ დაგაწეროს შვეიცარიის ან ნებისმიერმა ბანკმა ნიფხავიდან ამოხტები, ასე, რომ გირჩევ სხვისი სიმდიდრის ყურებას აჯობებს ცოტა კაცივით მოიქეცი, არაკაცობაა ჭორიკანობა, სხვისი საქმეების ორმაგი სტანდარტებით გარჩევა!
2 წლის უკან