ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი "ოცნებიდან" გასული დეპუტატების განცხადებაზე: ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე

ის, რომ იქ არის სიტყვა - „უნდა" გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების განცხადებას, რომ აშშ-ს საელჩოს დოკუმენტში "უნდა" 60-ჯერ არის გამოყენებული.

მისი თქმით, აღნიშნული ტექსტებით აშშ-ს საელჩოსთან დაპირისპირება უმადურობაა.

„განცხადება წავიკითხე და აბსოლუტურად არ ვიზიარებ განცხადების შინაარსს. მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე და იმ დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა - "უნდა" გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორი, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი - აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ. „ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული

დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

amo „განცხადება წავიკითხე და აბსოლუტურად არ ვიზიარებ განცხადების შინაარსს. მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე და იმ დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა - "უნდა" გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორი, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი - აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა", - განაცხადა იოსელიანმა. ძ ა ლ ი ა ნ არ მ ო მ წ ო ნ ს ურთიერთობის ეს ფორმა, მაგრამ არც აქ მოტანილი არგუმენტები მომწონს. ჯერ ერთი, თუ ინგლისური შეიძლება გაგებული და აღქმული იქნას სხვანაირად, მაშინ კეთილი ინებე და ტექსტი ქართულად გამოაქვეყნე! მეორეც, 30 წელი მხარდაჭერა ქვეყნის (სწორედაც, რომ) ყოფნა არყოფნის საკითხში ჩარევის უფლებას არ უნდა გაძლევდეს.
1 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ეგ გაპრავება იმისა გავს, კახელი დედას რომ აგინებს და "იკითხაო კაცო, თორე მაგას კი იზამდაო". ჰო. რეკომენდაციაა "უნდა" წაიკუზოთო, თორე მართლა წაკუზვა კი არ უნდათ ჩვენი.
1 წლის უკან