გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის თაობაზე დებატების სივრცე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება არ გაურთულდეს კრემლის ოპონენტებს, რომლებიც რუსეთიდან გარბბიან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის [რუსეთის] დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
11 აგვისტოს, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს რუსების ევროპაში შესვლის აკრძალვას.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, „პუტინის ომია“ და ევროკავშირმა უკვე დააწესა უამრავი სანქცია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანების წინააღმდეგ.
ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გაუმართლებელ ნაბიჯად მიიჩნევს.