ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით არასწორ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ბიძინას არ წასვლაზე: "ასეთ ნაბიჯს სწორ ნაბიჯად ვერ შევაფასებდი - ნაადრევი შეიძლება უფრო უხდებოდეს, რადგან უნდა წინ უსწრებდეს რიგ გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის დაწყნარება... სხვა შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას "უტოვებს" მის მიერ შერჩეულ და "დანიშნულ" - არა არჩეულ - ადამიანებს და ძალებს (ცუდი თუ კარგი, ამაზე არ ვდავობ) რაცკი საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას ვერ წარუდგება. პირიქით არჩევნების მიმართ გაზრდის უნდობლობას და საერთო სკეპტიციზმს პოლიტიკურ ვითარების მიმართ! არაფერი რომ ვთქვათ, მღელვარებაზე და ნევროზის გაძლიერებაზე! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა და მხოლოდ მოსაზრებაა შორეული ნაბიჯების შესახებ! ჯერ რა დროს წასვლაა ?????!!!!!
ისე ძალიან არ მინდა, რომ ბიძინას ედიკა დაემართოს და წასვლით დაემუქროს ხალხს და დაჩოქებით დაკავება დაგვჭირდეს .....
...მე ვთვლი, რომ ჩვენ ნატანჯ ხალხს კიდევ ბიძინას წასვლის დარდი არ სჭირდება... უფრო სჭირდება სიმშვიდე და იმედი იმისა, რომ ვისაც ჩააბარა ახლა ბედი, ის გაუმართლებს და მართლაც გაიყვანს გვირაბის იქეთ... ბიძინას ეს შეუძლია, მჯერა....", - წერს ზურაბიშვილი.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება.