ჯო ბაიდენი შვებულებას სამხრეთ კაროლინაში ატარებს

ჯო ბაიდენი შვებულებას სამხრეთ კაროლინაში ატარებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვებულებას სამხრეთ კაროლინაში ატარებს. სააგენტო „როიტერსმა“ კუნძულ კიავაზე გადაღებული კადრები გაავრცელა.

თეთრი სახლის ლიდერი სანაპიროზე ველოსიპედით სეირნობს, გამვლელებს ესაუბრება და მათთან ფოტოებს იღებს.

79 წლის ბაიდენი, პირველ ლედისთან ერთად, სამხრეთ კაროლინაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა.