კომპიუტერმა ჰემინგუეის ინგლისურის ცოდნაში “სამი მინუსით” დაუწერა. საგანგებოდ შექმნილი პროგრამა ავტომატურად აფასებს აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებს.
სწორედ ამ პროგრამამ დაუწუნა ჰემინგუეის სტილი და ლექსიკა. ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დავიდ რაიტმა განაცხადა, რომ პროგრამამ ვერ შეძლო ავტორის სტილის ამოცნობა და ვერ ჩასწვდა ტექსტის აზრს. ჰემინგუეი არ პასუხობს ბრიტანული სკოლის გართულებულ საგამოცდო დონეს..
ასევე ვერ შეიცნო ზემოხსენებულმა პროგრამამ უინსტონ ჩერჩილის ცნობილი მოხსენება “The Finest Hour”, რომელიც 1940 წელს წაიკითხა წარმომადგენელთა პალატაში. კომპიუტერმა ჩერჩილის მეტყველებაში არსებითი სახელი “might” ამოიკითხა როგორც ნახმარი მოდალური ზმნა “might have”.
კომპიუტერმა ვერაფერი გაუგო ნაწყვეტს უილიამ გოლდინგის “ბუზების მბრძანებლიდან” და მწერლის წინადადებათა სტრუქტურა შეცდომად ჩათვალა.
ბერჯესის “მექანიკურ ფორთოხალს” კომპიუტერმა გონებისთვის შეუცნობელი უწოდა