დღეს დილით ბრაზილიურ და თურქულ სპორტულ მას-მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 32 წლის რონალდინიომ შესაძლოა კარიერა თურქულ „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს.
მოთამაშე ბოლო პერიოდის განმავლობაში ისტორიულ სამშობლოში ასპარეზობს. ამჟამად რონალდინიო კლუბ „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობს.
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონს დიდი იმედი ჰქონდა რომ „მუნდიალი - 2014“-შიც ითამაშებდა, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფელიპე სკოლარი მას გუნდში ჯიუტად არ იწვევს.
32 წლის რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლის იმედი გადაიწურა და კარიერის დასასრულს ფულის კეთებაზე გადავიდა.
„ბეშიქთაშმა“ პელეს თანამემამულეს ხელფასის სახით წელიწადში რვა მილიონი ევრო შესთავაზა. კულუარული ცნობით, რონალდინიო თურქულ გუნდთან ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.