„ბაიერნი“ გვარდიოლას დღეს წარადგენს

„ბაიერნი“ გვარდიოლას დღეს წარადგენს

ცოტა ხნის წინ მიუნჰენის „ბაიერნი“ ბატონმა იუპ ჰეინკესმა ოფიციალურად დატოვა. ამ ასაკოვანი მწვრთნელის ხელში კლუბმა გერმანიის პირველობა, თასი და ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ევროპელი ჟურნალისტების მტკიცებით, მიუნჰენური კლუბის ხელმძღვანელობა „იუპს“ არასამართლიანად მოექცა. მათი მისამართით კრიტიკა მაინც უადგილოდ გვეჩვენება, რადგან წინა სეზონის დაწყების წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ „ბაიერნი“ ჰეინკესის ხელში ასეთ დასამახსოვრებელ წარმატებებს მიაღწევდა.

ჰეინკესი გუშინდელი დღეა. „ბაიერნში“ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას ერა იწყება.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Bild” გაავრცელა ცნობა, რომ დღეს „ბაიერნი“ საზოგადოებას ახალ დამრიგებელს ოფიციალურად წარუდგენს.

ცნობილია რომ დღეს საღამოს პეპ გვარდიოლა ახალ ამპლუაში პირველ პრეს-კონფერენციასაც გამართავს.

გერმანული მას-მედიის მტკიცებით, ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი „ბაიერნის“ მოთამაშეებს პირველ ვარჯიშს მიმდინარე კვირის ოთხშაბათს ჩაუტარებს.