მელ გიბსონს ცოლის ცემა ძვირად დაუჯდება

მელ გიბსონს ცოლის ცემა ძვირად დაუჯდება

ცნობილ მსახიობს მელ გიბსონსა და მის ყოფილ მეუღლე  – ოქსანა გრიგორიევას შორის სასამართლო დავა კვლავ გრძელდება. სწორედ ახლა გაირკვევა, ვის მიაკუთვნებს სასამართლო მათ ერთი წლის შვილზე მეურვეობის უფლებას.

 

როგორც იტყვიან: “ომში ყველა ხერხი ამართლებსო“ და გრიგორიევამაც, ეტყობა, გადაწყვიტა, ამ შეგონებას მისდიოს. ამიტომაც მან სკანდალური განცხადება გააკეთა - მელ გიბსონი თურმე მას სექსის დროს სცემდა, თანაც ამ საშინელებას ყველაზე ინტიმურ მომენტებშიც კი სჩადიოდა.

 

ადრე რუსმა პიანისტმა სასამართლოსა და პოლიციას განუცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა ერთადერთხელ მოხდა, გასული წლის 6 იანვარს, როცა ვარსკვლავმა მეუღლემ სილა გააწნა და კბილები ჩაუმტვრია, შემდეგ კი ჩვენება შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ მელ გიბსონი ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.

 

ოქსანა გრიგორიევას მშობლებმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურეს, რომ გიბსონი ცოლზე ხშირად სწევდა ხელს, რის გამოც ოქსანას ნერვული შეტევები ემართებოდა.

atb.ge