პომიდორი და ყაბაყი

პომიდორი და ყაბაყი

ინგრედიენტები

1   ცალი ყაბაყი

2   ცალი პომიდორი

1   კბილი ნიორი

1/2  თავი ხახვი

20   გრამი რეჰანი

50   გრამი პარმეზანი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

გემოვნებით მარილი

გემოვნებით პილპილი

მომზადებ

ზეთიან ტაფაზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ შემდეგ დაუმატეთ დაკეპილი ნიორი დაელოდეთ სანამ არ გაოქროსფერდება ნიორი და ხახვი.

გაოფროსფერებულ ხახვს და ნიორს დაუმატეთ გახეხილი ან წვრილად დაკეპილი პომიდორი და მოთუშეთ დაახლოებით 5-6 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სასურველ ფორმებად დაჭრილი ყაბაყი.

ყაბაყი როცა დარბილდება დაუმატეთ რეჰანი მარილი პილპილი გემოვნებით ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.