ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური უწყებების იარაღად გამოყენებაა.

„ეს რეიდი კიდევ ერთი ესკალაციაა ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში მაშინ, როდესაც ჰანტერ ბაიდენის მსგავს ადამიანებს დელიკატურად ეპყრობიან“, - განაცხადა რონ დესანტისმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.