სერგო ჩიხლაძე: ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა

სერგო ჩიხლაძე: ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია - „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - კაციჭამიებს უჭერს მხარს თუ თავისუფლებას.