გურიაში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკო.  

,,14 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარი რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელმაც მრავალი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი. თანავუგრძნობ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.