აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„14 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო საქართველოში შეჭრა, აგრესიის უკანონო აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. არა ოკუპაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.