ნინო თომაძე: რუსი ტურისტები ვცემოთ, პუტინ ხუილო ვიძახოთ, უკრაინის ომში წავიდეთ თუ კისერზე წურბლები დავისხათ?  გავიდა 14 წელი გამოსავალს რაში ხედავთ?

ნინო თომაძე: რუსი ტურისტები ვცემოთ, პუტინ ხუილო ვიძახოთ, უკრაინის ომში წავიდეთ თუ კისერზე წურბლები დავისხათ? გავიდა 14 წელი გამოსავალს რაში ხედავთ?

ისტორიკოსი ნინო თომაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ომის წლისთავი მოდის და არ შემიძლია არ დავწერო...

2008 წელი გარდა ომისა, პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საშინელი!!!  გახლდათ - არ  ვიტყვი რატომ.

ერთადერთი სიხარული, რამაც ყველაფერი გაანეიტრალა ზურას დაბადება იყო.

მახსოვს, როგორ მეჭირა ხელში ორი თვის და ექვსი დღის ზურა, რომელიც საწოვარათი რძეს მიირთმევდა, როცა თბილისის ზღვაზე ბომბი ჩამოაგდეს რუსებმა და უცბად ინტერნეტი გაითიშა და ყველა საიტი დაიბლოკა.

მახსოვს ის ჯოჯოხეთი კარგად,ისიც მახსოვს მიშა სააკაშვილი მიწაზე რომ ფორთხავდა, მისი მომხრეები კი შიშისგან გარბოდნენ და წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ. 

მათი უნიათობის, არაკაცობის, სილაჩრის, იდიოტობის საფასური კი ქართველმა გმირმა სამხედროებმა და უბრალო ადამიანებმა გადაიხადეს, ისინი დახოცეს რუსებმა მწყემსი ანწუხელიძის მსგავსად, თორემ მაშინდელი მთავრობა და მათი ადეპტები დღესაც გადასარევად არიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ - არც ერთი მათგანის შვილი თუ მეხსიერება არ მღალატობს რუსებს არ მოუკლავთ, არც დაუჭრიათ, თუ მეშლება მიმითითეთ.

ისიც მახსოვს, შევარდნაძის გალტოლვილებულ ნახევარ მილიონ კაცს კიდევ ლამის ორმოცი ათასი ახალი ლტოლვილი რომ დაემატა, რომელთა ბედიც დღემდე დაულაგებელი და გაურკვეველია, ხოლო ისტორიული ქსნის ხეობა, სულძაღლიანი სტალინის მიერ სამხრეთ ოსეთად შეტიტყნილი რუსეთის იურისდიქციაში გადავიდა კოდორთან ერთად უკვე სამუდამოდ!

მოკლედ, მახსოვს და რუსეთი ოკუპანტია!

რუსეთი ისევე როგორც ევროპის დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ოკუპანტი იყო არის და დარჩება.

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

უბრალო, მშრომელმა საქართველოს მოქალაქეებმა?

რუსი ტურისტები ვცემოთ, პუტინ ხუილო ვიძახოთ, უკრაინის ომში წავიდეთ თუ კისერზე წურბლები დავისხათ?

გავიდა 14 წელი გამოსავალს რაში ხედავთ?

სადაა დასავლეთი, ნატო, ევროკავშირი?

ან მაშინ სად იყო ან დღეს სადაა?

დამიწერეთ, ვერ ქაჩავს ჩემი ტვინი ამდენს".