სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მე იცი რა მიკვიირს?
აი მარტივად ავხსნი, არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია
რუს ტურისტს რატომ ერჩიან?
იმიტომ რომ მათი პრეზიდენტი სძულთ, გმობენ მის დამპყრობლურ ოკუპანტურ პოლიტიკას, ხოო?
ნუ აბა სხვა რა დაუშავა ვიღაც ტურისტმა, რომელსაც შეიძლება შენზე მეტად სძულდეს (ან, კი ბატონო-შეიძლება კიდეც უყვარდეს ის თავისი პრეზიდენტი, ჩვენ რა ვიცით, სახეზე ხომ არ აწერია!) ჰოდა
არის ერთი ყაყანი, აღშფოთება, გმობა, გმინვა, ვიშვიში...
გეგონება ეხლა თავში თუ ჩაარტყამ და "იდი ნა ხუი"-ს დაუძახებ ვიღაცა რუსთაველზე გამვლელ რუსს, ამით პირდაპირ პუტინს ურტყამ! ანუ ის ამის მერე დაჯდება, დადარდიანდება, შერცხვება რომ მის ხალხს ასე უდიერად ექცევიან საქართველოში და ოღონდ მისი ქვეყნიდან ჩამოსულებს ცუდად აღარ მოვექცეთ, დაგვიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს!
ოღონდ საქმე იმაშია რომ
მე რატომღაც პირიქით მახსოვს, ანუ-თუ მან (რუსეთის მთავრობამ) გადაწყვიტა რომ თავის ხალხს ცუდად ექცევიან, მერე იმ ქვეყანაში შედის ჯარით და მერე კი იცით....
------
ერთ რამეზე ვთანხმდებით: ჩვენ, ქართველები ვერ და არ ვპატიობთ რუსებს ჩვენი ბიჭების დაღვრილ სისხლს! მათ სიცოცხლეებს!
ეხლა მე მაქვს ორი თითის აწევით და ძალზედ მოკრძალებულად ასეთი შეკითხვა თქვენთან:
-ქართველი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში რამდენი ბიჭი გამოასალმა სიცოცხლეს მისმა რეჟიმმა?
რატომ არ ესხმით თავს მაშინ კაფეებში მსხდომ ქართველებს?
დავანებოთ თავი-რუსებს, თურქებს...
ქართველი ზედამხედველი აწამებდა ციხეში ადამიანს!
ქართველი ხათუნა კალმახელიძე იყო იმ ციხის დირექტორი!
ქართველია ადეიშვილი, ახალაია, ბოკერია...
მეგიზა ქარდავა, ირაკლი ოქრუაშვილი...
ამ ადამიანების კისერზე უამრავი ქართველის სისხლია, ვამეტეებ?
ჰოდა მაშინ რაღა რუსს ეცემით ხოლმე, აგერა ვართ სხვა, ჩვეულებრივი ქართველებიც და გვცემეთ ჩვენც! გვაგინეთ კაფეში თუ დაგვინახავთ, ან რუსთაველზე სეირნობისას!
აბა იმ რუსმა ტურისტმა რატომ უნდა ზიდოს პუტინის ცოდვა?
რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება და ბიზნესი?
თუ მარტო წართმეულ ტერიტორიებს ხედავთ?
რამდენ დედას მოუკლეს შვილი-ჩამოვთვალოო?
თუ ესენი არ ითვლება, რადგან ეროვნებით რუსმა არ დახოცა?
------
უკვე ვეღარც ვბრაზდები
უტრაკობის, გოიმობის, უსირცხვილობის და ლაჩრობის ზეიმია ირგვლივ ((((
ფეხს ვერ ჭამ რუს სალდათს და
რუს ქალს ესხმი თავს, შუა თითს ანახებ, აგინებ...
და თან იცი რომ სახლში ხარ, აქ დიდი გული გაქვს!
წადი აბა და წითელ მოედანზე აგინე!
მაგრამ შენ ხომ ერთი პაწაწინა საცოდავი დაკომპლექსებული, ვიღაცის დაკრულზე მოცეკვავე ნეხვის ტვინიანი ჩმორი ხარ!
დღისით რომ შეგიძლია ქალს (რუსს) შეაგინო შენს ქვეყანაში და
თუ ღამე იგივე ქალი სხეულს შემოგთავაზებს, დორბლი გაგეწელოს და დააცხრე!
------
პარადოქსი გინდაათ?
ბინიდან მდგმურს უშვებს ქართველი, იმიტომ რომ რუსი მეტს უხდის და
რუსებზე ბრაზობენ )))))))))))))))))))))))))))
-----
საოცრება კი ის არის რომ
მე მაინც ჩემი უვარგისი ქართველი მირჩევნია ყველა რუსს ერთად აღებულს და
ის კაციც რომ სადმე ვნახო და რაიმე უჭირდეს, ვინც გინებით იფხანს გულს, ვინც ტურისტს ამცირებს
გული არ მომითმენს და ხელს გავუწოდებ, დედა მომიკვდეს, მართლა!
ჩემს ქვეყანაში წაქცეული რუსი რომ დავინახო, იმასაც წამოვაყენებ
განა იმიტომ რომ "რა კეთილშობილი ვარ"-არაა!
იმიტომ რომ ოჯახში გავიზარდე
იმიტომ რომ სიყვარული შემიძლია და
იმიტომ რომ
ის ქართველიც იგივენაირად მიყვარს, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, როგორც აქ მაცხოვრებელი
და მათზე ვფიქრობ!
იმიტომ რომ ადამიანი ვარ ალბათ
და არა
პროვოკაციას აყოლილი ვინმე საბრალო პოპულისტი!
-----
გული დამწყდა
არ მეგონა ამდენი უბედური, უსიყვარულო, ცარიელი ქალი და კაცი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში...
სხვისი შვილის მკვლელ ქართველს აღმერთებენ
და აჭარულს რომ ჭამს, იმ რუს ტურისტს თავზე არწყევენ...
ქართველი ლტოლვილი არასოდეს, არც ერთხელ არ გახსენებიათ
და უკრაინელს ლამის ტრაკში შეეტენონ ((((
ეს პოსტი არც მთავრობაზეა და არც ოპოზიციაზე
ჩემზე და შენზეა.
რას დავემსგავსეთ"....