რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გუშინ საღამოს დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა ლონდონის „არსენალს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკის გაყიდვა მოსთხოვა.
გერმანული გუნდი პოდოლსკის სანაცვლოდ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის გაღებას აპირებს. გასულ წელს ლონდონელებმა „კიოლნს“ თავდამსხმელში 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.
საინტერესოა რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გერმანელი შემტევის გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგია.