ჩინეთი წყვეტს აშშ-თან თანამშრომლობას რიგ სფეროებში, მათ შორის მაღალი დონის სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს

ჩინეთი წყვეტს აშშ-თან თანამშრომლობას რიგ სფეროებში, მათ შორის მაღალი დონის სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი წყვეტს აშშ-თან თანამშრომლობას რიგ სფეროებში, მათ შორის მაღალი დონის სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ პეკინი ასევე აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებში.

ჩინეთმა ასევე გააუქმა დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა საზღვაო სამხედრო უსაფრთხოების მექანიზმის შესახებ.

მანამდე ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ ნენსი პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა