გელა მამუკაშვილი: პროვოკატორების პროგრამა-მინიმუმს წარმოადგენს საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაგდება, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ გზით ხელისუფლების მიმართ აგრესიის ინსპირირება      

გელა მამუკაშვილი: პროვოკატორების პროგრამა-მინიმუმს წარმოადგენს საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაგდება, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ გზით ხელისუფლების მიმართ აგრესიის ინსპირირება      

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

“აბსოლუტურად დროულად და გამართლებულად მიმაჩნია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებულად გააქტიურებული პროვოკაციული ჯგუფების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ ორგანიზებული ძალადობის, ქსენოფობიური გამოხდომების, ეთნიკური ნიშნით წარმოებული სეგრეგაციის და სხვა მაპროვოცირებელი ქმედებების თაობაზე.                                                                           

ყველასათვის ნათელია, თუ რა მიზანს ისახავს აღნიშნული კამპანია--საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების მიზნით რუსეთის პროვოცირება ამ ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მოტივით.                                           

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში წამოწყებული სამხედრო აგრესია სწორედ

აღნიშნული მოტივით განხორციელდა. პროვოკატორების პროგრამა-მინიმუმს წარმოადგენს საქართველოში ტურისტული სეზონის ჩაგდება, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ გზით ხელისუფლების მიმართ აგრესიის ინსპირირება.                                         

მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ემიჯნება და გმობს ყველანაირ ძალადობას ტურისტების და სხვა ვიზიტორების მიმართ, მიუხედავად მათი ეთნიკური და მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. ამასთან, როგორც მმართველი პარტია, სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, გაატაროს კანონით გათვალისწინებული სათანადო ზომები.         

აღნიშნული განცხადება არის მკაფიო გზავნილი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისადმი, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ დგას მშვიდობის და სტაბილური განვითარების გზაზე. ამასთან, განცხადება მიმართულია უშუალოდ რუსეთისადმი, როგორც შესაძლო აგრესორისადმი და არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო ერთგულია რეგიონში სტაბილურობისა და მეზობლებთან მშვიდობიანი   თანაცხოვრების პრინციპებისადმი და წარმოადგენს ერთგვარ პრევენციას, რათა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია არ განხორციელდეს.