„ელისაშვილს შეიარაღებაში აქვს ბოთლის ლუდი, „ჰამერსის“ ტიპის! ლენდ-ლიზით მიღებული“

„ელისაშვილს შეიარაღებაში აქვს ბოთლის ლუდი, „ჰამერსის“ ტიპის! ლენდ-ლიზით მიღებული“

ახლადგახსნილი ბარის მხარდასაჭერად, ლუდის ბოთლით ხელში პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის მიერ  წამოწყებულ კამპანიას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება:

„აქსიოს! დეპუტატი ელისაშვილი ჩაერთო სამამულო ომში! მშობლიური ბარების დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის, რუსული აგრესიისა და ინტერვენციისგან დასაცავად! შეიარაღებაში აქვს ბოთლის ლუდი, "ჰამერსის" ტიპის! ლენდ-ლიზით მიღებული. თუ გავითვალისწინებთ მოხალისე ელისაშვილის წარმატებულ საბრძოლო გამოცდილებას უკრაინის ომში და კონკრეტული ბარის ორიენტაციას, უნდა ვივარაუდოდ, რომ პუტინის აგრესიას ამ მიმართულებით დიდი დრო აღარ უწერია! სლავა გეროიამ!“