რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი 26 წლის მოდელი კენდალ ჯენერი და მისი მეგობარ მამაკაცი, Phoenix Suns-ის წამყვანი მოთამაშე, 25 წლის კალათბურთელი დევინ ბუკერი შერიგდნენ.
დევინმა და კენდალმა შეხვედრა 2020 წლის ზაფხულში დაიწყეს, თუმცა ურთიერთობა 2021 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე გაასაჯაროვეს. წყვილი 2022 წლის ივნისში ერთმანეთს დაშორდა, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ კი ურთიერთობა კვლავ განაახლეს.
კენდალ ჯენერმა სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი საზაფხულო არდადეგებს ერთად ატარებს.