Bloomberg - ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ტაივანის ცაზე არ იფრინონ

Bloomberg - ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ტაივანის ცაზე არ იფრინონ

ჩინეთმა აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ ტაივანის ცაზე ფრენებს, სადაც ოფიციალური პეკინი ამჟამად სამხედრო წვრთნებს აწარმოებს. ჩინეთმა ამ საკითხთნ დაკავშირებით, ავიაკომპანიებს ოფიციალური შეტყობინება 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის ექვსი რეგიონი „საშიში ზონად“ იყო განსაზღვრული.

წვრთნების გამო , ფრენები 7 აგვისტოს, 12:00 საათამდე შეიზღუდება.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.