როცა შენ კარჩაკეტილად, თითო-ოროლა ოპოზიციონერთან განიხილავ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს, გაუგებარ ბოიკოტში ხარ ჩართული და თანაც გინდა, რომ ქვეყანაში სერიოზულად აღგიქვან, ძალიან დიდი პრობლემაა

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე კვლავ უარს ამბობენ და ელოდებიან, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს სხვა ოპოზიციური პარტიები მალე დატოვებენ. საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი.

„როცა შენ, სადღაც, კარჩაკეტილად თითო-ოროლა ოპოზიციონერთან განიხილავ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს და არ მოდიხარ ხშირ შემთხვევაში უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრებზე, კომიტეტის სხდომებს არ ესწრები, გაუგებარ ბოიკოტში ხარ ჩართული ვაშაძის მიერ შეთითხნილ-შემოგდებულში და თანაც გინდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის ხელისუფლებაში სერიოზულად აღგიქვან, ძალიან დიდი პრობლემაა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.