ემინემმა მსახიობობას ხელი სერიოზულად მოჰკიდა

ემინემმა მსახიობობას ხელი სერიოზულად მოჰკიდა

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე რეპერი  – ემინემი კრიმინალურ თრილერში “არამოტივირებული ძალადობა“ მთავარ როლს შეასრულებს. ფილმს კომპანია “მე–20 საუკუნე ფოქსი“ გადაიღებს.

 

სცენარის მიხედვით, ემინემის პერსონაჟი დამნაშავეა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ციხიდან გაათავისუფლეს და ცდილობს, პატიოსანი ცხოვრების გზას დაადგეს. თუმცა მასზე ზეწოლას ახდენენ ყოფილი დამნაშავე პარტნიორები, რომლებიც განვლილ ცხოვრებაში მის დაბრუნებას ცდილობენ. მეორე მხრივ, ფბრ-ის წარმომადგენლებიც დამნაშავე ბანდფორმირებებთან ბრძოლისას მისი ფაქტორის გამოყენებას აპირებენ.

 

ფილმის რეჟისორია დევიდ ფონ ანკენი..აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ემინემის მონაწილეობით ფილმის გადაღებები არ დაწყებულა. უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ემინემს იღებდნენ სულ სხვა ფილმში, სადაც მას ყოფილი ბოქსიორი უნდა განესახიერებინა, რომელიც იძულებული იყო, ორთაბრძოლებს დაბრუნებოდა. თუმცა ამ ფილმის შესახებ იფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი რეპერი მსახიობის ამპლუაში უკვე კარგად გამოიბრძმედა. ემინემის დებიუტი ფილმში “8 მილი“ შედგა. იქ მან შეასრულა ქარხნის მუშის როლი, რომელიც პროფესიონალ რეპერად გახდომას ლამობს.