ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ თავისუფლად შეეძლოთ ემუშავათ კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში, თუმცა არჩიეს პარლამენტს გარეთ პროცესის წარმართვა, რათა რამენაირად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ

მათ თავისუფლად შეეძლოთ სურვილის შემთხვევაში ემუშავათ კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში, ანუ პარლამენტის შიგნით, თუმცა მათ არჩიეს პარლამენტს გარეთ პროცესის წარმართვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერვმა, ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ოპოზიციური პარტიების მისამართით განაცხადა, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ საპარლამენტო ჯგუფს არ უერთდებიან.

„ამის მიზანი ერთადერთია, რომ რამენაირად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ“, - დასძენს ქადაგიშვილი.

დეპოლარიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, კვლავ არ აპირებენ საპარლამენტო ჯგუფთან ერთად მუშაობის გაგრძელებას. მეტიც, ისინი ღიად აკრიტიკებენ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ.