სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში არსებულ სერვისებს  სიახლეები დაემატა

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში არსებულ სერვისებს  სიახლეები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  არსებულ კომუნალურ სერვისებში 2 სიახლეა. 
 
- სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლში დააფიქსირონ ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტატუსის შესახებ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას ისარგებლონ  დაწესებული შეღავათებით (მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობაზე ყოველი თვის 16 ან 22 რიცხვამდე, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობისა და დეპოზიტის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ).  
 
- ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დენის, გაზის ან წყლის დარიცხვის გადამოწმება (თუ ქვითარში არასწორად არის მოცემული კილოვატ საათი, ტარიფი, პერიოდი ან სხვა მონაცემი) - შედეგად კომუნალური კომპანია წერილობით განუმარტავს დარიცხვას ან შეცდომის შემთხვევაში მოახდენს მონაცემების ჩასწორებას.

გარდა ამისა, მოქალაქეებს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეუძლიათ ისარგებლონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში შემდეგი მომსახურებებით:
 
- აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა (გაზის და წყალმომარაგების სექტორში);
- მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება (პირველადი გაფორმება იჯარის ან ნასყიდობის დროს, ასევე მიმწოდებლის შეცვლა მომხმარებლის მონაცემების დაზუსტებისას);
- მომარაგების ხშირი წყვეტა:
         - მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება:
         - ძაბვის ან წნევის პრობლემა (მაღალი ან დაბალი ძაბვა/წნევა);
         - ძაბვის ციმციმი ან წნევის ცვალებადობა;
         - ხშირი წყვეტა.
-  მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა (მაგ. სეზონური მომხმარებლებისთვის);
-  მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა;
-  აბონენტის/მომხმარებლის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა;
 - მომხმარებლის მონაცემების დაზუსტება.