შოუ-ბიზნესის ზოგიერთ „გამოჩენილ” წარმომადგენელს მილიონები ხელს არ უშლის ფული „ეკონომიურად” ხარჯოს და ჯიბეზე ხელი იშვიათად გაიკრას.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მშვენიერი მეორე ნახევარი ვიქტორია ადამსი საქვეყნოდ შეარცხვინა.
გამოცემამ ქალბატონი ვიქტორიას წარსული გულდასმით გამოიკვლია და აღმოაჩინა რომ ქალბატონი დიდი სიძუნწით გამოირჩევა.
ადამსების ოჯახს ფინანსურად არასოდეს უჭირდა. ამის მიუხედავად დაახლოებით ათი - თორმეტი წლის წინ ქალბატონი ვიქტორია არაერთხელ უნახავთ ტრამვაით მანჩესტერის სტადიონისკენ მიმავალი, სადაც მისი ქმარი თამაშობდა. საინტერესოა რომ იმ პერიოდში ქალი უკვე გათხოვილი გახლდათ და მგზავრობის საფასურს დედასა და მამას არ სთხოვდა.
ბრიტანელი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა რომ ქალბატონი ბექჰემი, რომლის პირადი ქონებაც 18 მილიონ დოლარადაა შეფასებული იაფფასიან გერმანულ ღვინოს „Bhue Nun” სვამს. ეს ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოს მრავალ სუპერმარკეტში იყიდება.
ამის გარდა, ვიქტორია ბექჰემი მაღაზია „Matalan”-ის ხშირი სტუმარია და ფეშენებელურ „Top Shop”-ს ახლოსაც არ ეკარება.