შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა, ღარიბაშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება", - განაცხადა მინისტრმა.