საქართველოსთან ერთად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა

მსოფლიო მასშტაბით ტრეფიკინგის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში არსებულ ვითარებას. საქართველომ 2012 წლის შესახებ ანგარიშის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით პოზიცია გაიუარესა და პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით საქართველო არის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონებისა და ქალებისთვის და ასევე, ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც ჩაყენებულნი არიან იძულებითი შრომის პირობებში.

გოგონები და ქალები საქართველოდან არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და შედარებით მცირე მასშტაბით - ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიაში და ავსტრიაში. ქალები უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსონდუსტრიაში საქართველოში, კერძოდ, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი და გონიო.

ექსპერტები იუწყებიან, რომ უცხოეთდან ჩამოსული ქალები ჩართულები არიან პროსტიტუციაში საუნებში, სტრიპტიზ კლუბებში, სასტუმროებში და შესაძლოა მათ მიმართ ადგილი ჰქონდეს იძულებას. ქართველი მამაკაცები და ქალები არიან იძულებითი შრომის ობიექტები როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

ამავე ანგარიშის იხედვით, ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა საოჯახო ტიპის საქმიანობაში.

„ზოგ შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ბავშვებს აიძულებენ მოწყალების თხოვნას, ან ქურდობას. თუმცა ბავშვები ძირითადად არ არიან ჩართულების სოფლის მეურნეობის საქმიანობაში, თუ არ ჩავთვლით ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებულ მეურნეობებს, სადაც ამ საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, რთულია ამის იდენტიფიცირება. არ არსებობს ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია საუბარი, საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის ლიკვიდაციისთვის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა ძალისხმევას ამისთვის არ იშურებს. შემცირდა ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებისა და ტრეფიკინგში ჩართული პირების დასჯის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით.

„პრობლემად რჩება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საკითხი, წინა წლის პერიოდთან შედარებით შემცირდა ხელისუფლების მიერ ტრეფიკინგი მსხვერლად აღიარებულ პირთა რაოდენობა და ძალიან შეზღუდლია ძალისხმევა იმისათვის, რომ პროაქტიულად მოხდეს მოწყვლად მოსახლეობაში მსხვერპლთა იდენტიფიცირება,“ - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს რეკომენდაციას აძლევს, რომ გამოყენებული იქნას უფრო ეფექტური, პროაქტიური მეთოდები ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლების აღმოჩენისა და იდენტიფიცირებისთვის მოწყვლად ჯგუფებს შორის. ტრეფიკინგის კუთხით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის კუთხით გაიზარდოს ძალისხმევა, მათ შორის მოხდეს იძულების არა-ფიზიკური ფორმების, იძულებითი შრომის და სექსუალური ტრეფიკინგის შეფასება და დასჯა.

ამავე ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ უფრო ცოტა საქმე წარმოადგინა, რომელიც გამოძიებული იქნა ტრეფიკინგის კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ტრეფიკინგის ყველა ფორმას, სისხლის სამართლის 143-ე მუხლი ითვალისწინებს ამ დანაშაულისთვის 7-დან 20 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული სასჯელი საკმაოდ მკაცრია და გაცილებით მძიმე სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე ისეთი დანაშაული, როგორიცაა მაგალითად გაუპატიურება. გამოძიების მაჩვენებელი შემცირებულია: 2011 წელს იყო 16 საქმე, 2012 წელს - 7 საქმე. საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგისთვის 143-ე მუხლით ბრალი წარედგინა 2-ს, მაგრამ არც ერთი არაა დამნაშვედ ცნობილი. 2011 წელს კი ექვსი ადამიანი იქნა ამისთვის დასჯილი. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საანგარიშო პერიოდში არავისთვის მიუსჯიათ ტრეფიკინგის მუხლით სასჯელი. 2012 წლის სექტემბერში კი სააპელაციო სასამართლომ 15-დან 5 წლამდე პატიმრობით შეუმცირა სასჯელი ტრეფიკინგისთვის ბრალდებულ პირს. სისხლის სამართლის კოდექსის 171 (3) მუხლით (პროსტიტუციის იძულება) გასამართლებული იქნა ორი პირი, რომლებსაც მიუსაჯათ 2 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმები 3000 და 12 000 აშშ დოლარის ოდენობით.

„მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი ცნობა, იმ ტიპის საქმეების გამოძიების თაობაზე, როდესაც ტრეფიკინგში მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, თუმცა ამ პერიოდში არც ყოფილა მსგავსი შემთხვევის შესახებ რაიმე ცნობა,“ - ნათქვამია ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ანთელევა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს გადმონაცვლება პირველიდან მეორე კალათაში რომელიც წლევანდელი ანგარიშით განხორციელდა, იგეგმებოდა ჯერ კიდევ წინა მოხსენებით. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილი იყო, რაც გარკვეული გარემოებების გამო გადადეს ამერიკელება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.

თემურაზ ანთელავა:  „მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სამწუხარო ფაქტი, თვითონ ამ კალათის მახასიათებლის კრიტერიუმებს თუ ვნახავთ, როგორ ხდება ქვეყნის მეორე კალათაში განწესება, ეს არ გულისხმობს, რაიმე სისტემური კატასტროფის ტოლფასი პრობლემის არსებობას. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელ ანგარიშში მეორე კალათაში მოხვდა ევროკავშირის რამოდენიმე წევრი ქვეყანა.

რაც შეეხება თვითონ მიზეზებს, რა გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველომ პირველი კალათიდან მეორეზე გადაინაცვლა?

- ერთ-ერთი მიზეზი რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვრავს ქვეყნის ეფექტურობას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, ეს არის თვითონ ტრეფიკინგის საქმეებზე ჩატარებული დაწყებული გამოძიებებთან დაკავშირებული სტატისტიკა. ჩვენთან საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 31 მარტამდე. ეს გადმონაცვლება ერთის მხრივ განპიროვნებულია იმით, რომ ამ საანგარიშო პერიოდში ჩვენს საგამოძიებო ორგანოებში გარკვეული დროის განმავლობაში  მიმდინარეობდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. ხოლო მეორეს მხრივ იმას, რომ 2013 წლის 1 აპრილის შემდეგ დაწყებული და მიმდინარე გამოძიებები ამ საანგარიშო პერიოდში არ ექცევა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ორი გამოძიება ტრეფიკინგის საქმეზე რომელიც დაიწყო 1 და 3 აპრილს სამწუხაროდ აღარ ექცევა ამ საანგარიშო პერიოდში.

რა კონკრეტული ხედვა არსებობს იმისათვის, რომ მომავალში ეს იყოს შეცვლილი ჩვენს სასიკეთოდ?

- დადებითი ცვლილების საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ თვითონ ეს რეკომენდაციები რომელიც ამ ანგარიშით მოგვცა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვიდრე უშუალოდ ამერიკელებისგან მივიღებდით ამ რეკომენდაციებს, 2013 წლის თებერვლის ბოლოს შემუშავებული იქნა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა ტერფიკინგთან ბრძოლის უწყებათა შორისი საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში და 2013 წლის 15 მარტს ეს სამოქმედო გეგემა უკვე დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ სამოქმედო გეგმას თუ ნახავთ და შეადარებთ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს და სახელმწიფო დეპარეტამენტის მიერ მოცემულ რეკომდაციებს, ყველა რეკომენდაციები, რომელზეც ამერიკელები საუბრობენ ამ სამოქმედო გეგმაში არის ასახული. სამოქმედო გეგმა რეალურად დამტკიცდა 15 მარტს, ხოლო საანგარიშო პერიოდი მთავრდება 31 მარტს ის 2 კვირა არ იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეს აქტივობები იმ მოცულობით განხორციელებულიყო, რომ რაღაცა შედეგი მოეტანა.

მთლიანობაში, თუ ამ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ სამუშაო არის გასააქტიურებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩემი შეფასებით გაგვაჩნია ყველა რესურსი საიმისოდ, რომ პრობლემები, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშია საუბარი, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად უნდა იყოს გადაიჭრას.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულიად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის ლიკვიდაციის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა არ იშურებს ძალას ამისათვის. პარალელურად საუბარია იმაზე, რომ ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა საოჯახო ტიპის საქმიანობაში. თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ინდივიდუალურ საქმეებზე ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ მიდის რეგულარული მიმოცვლა სამდივნოს ფარგლებში ამაზე, ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ცოტა საქმე წარმოადგინა რომელიც გამოძიებილი იქნა ტრეფიკინგის კუთხით...

- ზუსად თქვენ იმ საკითხს შეეხეთ, სტატისტიკით რომ საზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის შეფასებას და ეს არის იმ მიზეზებით განპიროვნებული, რომ საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილი და პასუხისმგებელი არიან, რომ შესაბამისი გამოძიება ჩაატარონ და ეს საქმეები წარმოადგინონ, აქ გასაგები მიზეზების გამო ეს საქმეები მდორედ მიდიოდა, ეს იყო გარდამავალი პერიოდი და უკვე მას შემდეგ, რაც მეტ-ნაკლებად ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა განახლდა მუშაობა, მაგრამ ეს არის სააგარიშო პერიოდს მიღმა და შესაბამისად ამან განაპირობა ეს შენიშვნა, რომელიც აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.