კლასიკურ მუსიკას ადამიანის განკურნება შეუძლია

კლასიკურ მუსიკას ადამიანის განკურნება შეუძლია

ბრიტანელი მკვლევარების აზრით, კლასიკურ მუსიკას ადამიანის განკურნების განსაკუთრებული ძალა გააჩნია და არაერთ მავნე სენს წარმატებით ებრძვის.

მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევები ჩაატარეს და რამდენიმე საინტერესო დასკვნაც შემოგვთავაზეს.

აღმოჩნდა, რომ ქრონიკული დაღლილობის დაძლევაში ბრამსის მუსიკა დაგვეხმარება. მაგალითად “კონცერტი ვიოლინოსთვის” ან “უნგრული ცეკვები”.

ემოციურ სტრესს მუსორგსკის “სურათები გამოფენიდან” მოგიხსნით.

გაღიზიანების შემთხვევაში კარგი იქნებოდა ჩაიკოვსკი მოგესმინათ. ბრიტანელი მკვლევარები ამ შემთხვევაში სიმფონია “ზამთრის ვნებანის” გირჩევენ.

თუ თავის ტკივილმა შეგაწუხათ აუცილებელია გერშვინის “ამერიკელი პარიზში”, მენდელსონის “გაზაფხულის სიმღერა” ან ოგინსკის პოლონეზი მოუსმინოთ.

უძილობის შემთხვევაში უებარი სამკურნალო საშუალებაა ოფენბახის “ბარკაროლა”, მენდელსონის “უსიტყვო სიმღერა” და გრიგის “პერ გიუნტი”.

დეპრესიიდან გამოგიყვანთ ბლუზი და ჯაზი.

გულის დაავადებებს კი მენდელსონის “საქორწინო მარში” კურნავს.