„Black Sabbath”-ის ახალი აღიარება

„Black Sabbath”-ის ახალი აღიარება

მიმდინარე წლის 17 ივნისს ქალაქ ლონდონში, პოპულარული მუსიკალური გამოცემა „Metal Hammer Awards”-ის მორიგი ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ამ ღონისძიებაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფი „Black Sabbath” განსაკუთრებით გამოარჩიეს და ერთდროულად ორი ჯილდო გადასცეს.

უბერებელმა ოზი ოსბორნმა და მისმა კოლეგებმა „საუკეთესო ბრიტანული ჯგუფისა“ და „წლის საუკეთესო ალბომის“ ნომინაციებში იმარჯვეს.

დანარჩენი ჯილდოები შემდეგმა მუსიკოს-შემსრულებლებმა და ჯგუფებმა დაიმსახურეს:

„საუკეთესო ახლადჩამოყალიბებული ჯგუფი“ – „Bleed From Within”

„წლის აღმოჩენა“ – „Asking Alexandria”

„საუკეთესო უცხოური ჯგუფი“ – „Stone Sour”

„საუკეთესო ცოცხალი შესრულება“ – „Gojira”

„როკის ლეგენდა“ - დორო