დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ იმის მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოს, ჩაერთვება ამაში „ნაციონალური მოძრაობა თუ არა

დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ იმის მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოს, ჩაერთვება ამაში „ნაციონალური მოძრაობა თუ არა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა რესურსს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპს იყენებს იმისთვის, რომ არალეგიტიმურად მოიქცეს და, მაგალითად, არჩევნები არ აღიაროს, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაგალითად ასევე შარლ მიშელის შეთანხმება მოიყვანა, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი.

კითხვაზე, რამდენად ექნება 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს ლეგიტიმაცია პარტნიორების თვალში იმ შემთხევაში, თუ ​ოპოზიციის ნაწილი პროცესში მაინც არ ჩაერთვება, მათიკაშვილი პასუხობს, რომ გარკვეულწილად ამ კითხვაზე ევროპარლამენტარებმა გასცეს პასუხი, როდესაც მოუწოდეს ყველა ძალას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროცესში ჩართვისკენ.

„ეს ნიშნავს, რომ მათთვის ძალიან კარგად აღსაქმელია პროცესის მიმდინარეობა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, გაიწერა თარიღები, ფართოდ გაიხსნა კარები დისკუსიისთვის და თანამშრომლობისთვის.როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ და თქვენ არ შემოდიხართ ამ პროცესში და თან ის სტრუქტურა, საითკენაც მიდიხარ, მოგიწოდებს და მაინც არ აკეთებ ამას, საბოლოოდ პასუხი გაცემულია ამ კითხვაზე. „ქართულ ოცნებას“, მის სახელისუფლებო გუნდს, იმის მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, რომ ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოს, ჩაერთვება ამაში „ნაციონალური მოძრაობა თუ არა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.