ირაკლი კობახიძე: თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე, ელჩის სახელით მოსთხოვა ანგარიში საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმა მას რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტი, ეს ცალსახად არის ზეწოლა

თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე, ელჩის სახელით მოსთხოვა ანგარიში საქმესთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაუუქმა მას რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტი, ეს ცალსახად არის ზეწოლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ასეთ ინფორმაციას სჭირდება რეაგირება.

„საჯარო შეკითხვის შინაარსია, ჯერ უნდა ითქვას, ეს ფაქტი ასე იყო თუ არა და თუ ასე იყო, ამის შემდეგ გვჭირდება შეფასება. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი უნდა დაიგმოს საელჩოს მხრიდან.

ასეთ ფორმას ხვალ რომ მიმართოს პოლიტიკოსმა, ან საჯარო მოსამსახურემ, ბუნებრივია, ეს იქნება სკანდალური ინფორმაცია ყველასთვის. რა თქმა უნდა, ასეთ ინფორმაციას სჭირდება რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.