შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

25 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, პოსტრაბჭოთა სივრცეში პირველად, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) უმასპინძლებენ. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, კულტუროლოგები, მთარგმნელები, გამომცემლები, მწერლები. კონგრესის პლენარული მომხსენებლები წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს - პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას და სხვა უნივერსიტეტიდან. ერთი კვირის განმავლობაში თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი. 

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს და იმართება სამ წელიწადში ერთხელ, როგორც წესი - ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში იმართება. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდება. კონგრესი ჯერ არ ჩატარებულა არცერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, და საქართველო, ამ თვალსაზრისით, იქნება პირველი. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და დიდი ნდობა, ვინაიდან შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი მიიჩნევა ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში.

მისამართი: თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“