გრიგოლ გეგელია: ჩვენი მიზანი არის, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს რაც შეიძლება სათანადოდ, ადეკვატურად და სწრაფად

გრიგოლ გეგელია: ჩვენი მიზანი არის, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს რაც შეიძლება სათანადოდ, ადეკვატურად და სწრაფად

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დაანონსებული სამუშაო ჯგუფის მიზანი ევროკომისიის რეკომენდაციების სათანადო და ადეკვატური შესრულება იქნება.

„ჩვენი მიზანი არის, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს რაც შეიძლება სათანადოდ, ადეკვატურად და სწრაფად, რადგან ეს არის დადასტურებულად კარგი საქართველოსთვის. ამიტომაც ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი, შევქმნათ კარგი ხარისხი და გავაცნოთ საზოგადოებას, თუ რა არის ჩვენი ხედვა. ეს ჯგუფები აქტიურ მუშაობას დაიწყებს უკვე ხვალიდან“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, 25 ივლისიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს.