იგუაინი „არსენალში“ გადავიდა

იგუაინი „არსენალში“ გადავიდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებდა.

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. გუშინ ფეხბურთელი ლონდონში იმყოფებოდა და „არსენალის“ წარმომადგენლებთან ოფიციალური მოლაპარაკება გამართა.

ცნობილი გახდა, რომ არსენ ვენგერის გუნდი მადრიდელებს იგუაინის სანაცვლოდ 25,7 მილიონ ევროს გადაუხდის. საინტერესოა რომ დიეგო მარადონას თანამემამულე „არსენალის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირადშეძენილი მოთამაშის წოდებას დაეუფლა. დღემდე ამ ტიტულს რუსი ანდრეი არშავინი ატარებდა, რომლის სანაცვლოდ, 2009 წელს ბრიტანულმა გუნდმა 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

გონსალო იგუაინი ახალ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 130 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ახალი სეზონის დაწყების წინ „არსენალის“ ხელმძღვანელობას ევროპის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობა მოუნდა. ამ სურვილის პრაქტიკაში განხორციელებისთვის, არსენ ვენგერს შემადგენლობის გასაძლიერებლად 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყვეს.