დიდუბის რაიონში 29 ამორტიზებული ლიფტი განახლდა

 დიდუბის რაიონში 29 ამორტიზებული ლიფტი განახლდა

დიდუბის  გამგეობა რაიონში ერთ-ერთი მწვავე პრობლემის, ლიფტების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე და მეხუთე კორპუსებში დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.

გარდა ამისა, დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, ჯამში, 29 მწყობრიდან გამოსული ლიფტი აღადგინა. რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა ლიფტებით უსაფრთხოდ გადაადგილდება. ჩატარებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 876 097 ლარი გამოიყო. 

ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება და რეაბილიტაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტში ჩართვის მოთხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ გამგეობას განცხადებით უნდა მომართოს.