წერეთლის გამზირის N93-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

წერეთლის გამზირის N93-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები აკაკი წერეთლის გამზირის N93-ში წესრიგდება. იცვლება წყლისა და წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.