წინასწარ დაფიქსირებული პოზიციის გამო მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე საქმის განხილვისას მიუკერძოებელი ვერ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც სახეზე გვაქვს წინასწარ, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებამდე გამოხატული პოზიცია, რომელმაც შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს მოსამართლის მიუკერძოებლობაზე, ბუნებრივია, ეს მოსამართლის აცილებისთვის სრულფასოვან საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მოსამართლეების საკონსტიტუციო სარჩელზე გიორგი კვერენჩხილაძის აცილების საკითხზე გადაწყვეტილებას პლენუმი მიიღებს.