ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს დევიზია: „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს დევიზია: „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს

საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი არა რომელიმე ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა და ამ პროცესში ყველა თავის წვლილს შეიტანს.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველა იღებს ამ წვლილის აღიარებას“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო ევროპელო ვიოლა ფონ და ა.შ. ცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე -
1. ეს რაღაც აბსურდი რაზეც თქვენ ლაპარაკობთ თუ აუცილებლად აღსასრულებელია, მაშინ რეკომენადაცია კი არ ქვია, არამედ ეს არის ევროკავშირის დ ი რ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი! ! ! დ ი რ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი! ! ! დირექტივებს რომ იძლევით საინტერესოა თქვენ, ევროკავშირი და აშშ, ვინ დაგნიშნათ საქართველოს დირექტორად?!
2. ვთქვათ და აღასრულა საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა ეს 12 პუნქტიანი აბსურდი (დირექტივები), ასეთ შემთავევაში რა გარანტია აქვს საქართველოს სახელმწიფოს, რომ თქვენ შესრულებულად ჩათვლით ან არ დაამატებთ კიდევ, მაგალითად 7 დირექტივას?! როგორც პრაქტიკა და უახლოესი ისტორია გვიჩვენებს თქვენთვის დაპირების შეუსრულებლობა სისტემური მოვლენაა!

3.
2 წლის უკან