ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება აქტიურ ფაზაშია

ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება აქტიურ ფაზაშია

ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს. 

მიმდინარე სამუშაოები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა,  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.

პროექტები, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.