მანანა გიგიბერია: ვიდრე მიშა სააკაშვილის ავტორიტეტი ზეწოლას ახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არაფერი არ შეიცვლება

მანანა გიგიბერია: ვიდრე მიშა სააკაშვილის ავტორიტეტი ზეწოლას ახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არაფერი არ შეიცვლება

ერთადეთი შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიცვალოს, არის ის, რომ მიშა სააკაშვილმა დაანებოს თავი ამ პარტიას. ვიდრე მისი ავტორიტეტი ზეწოლას ახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არაფერი არ შეიცვლება, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე მანანა გიგიბერიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაერკვეს, რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესები და გადააბიჯონ თავის პარტიულ ინტერესებს.

„მათ აქვთ თავიანთი პარადიგმა, რასაც ვერ შეცვლის ვერაფერი და ეს პარადიგმა არის მიშა სააკაშვილი. ვიდრე მისი ავტორიტეტი ზეწოლას ახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არაფერი არ შეიცვლება. როდესაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, თავისუფლება მაშინ ვიგრძენი. ჩუმი ტერორის რეჟიმში ვცხოვრობდით. ერთადეთი შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიცვალოს, არის ის, რომ მიშა სააკაშვილმა დაანებოს თავი ამ პარტიას. სხვა გზა არ არსებობს. ან დაიწყონ მართლა საგნობრივად რაღაც თემებზე მუშაობა. ერთხელ და საბოლოოდ გაერკვნენ, რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესები და გადააბიჯონ თავის პარტიულ ინტერესებს“, - განაცხადა მანანა გიგიბერიამ.