არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტიც რადიკალური ოპოზიციაა

არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტიც რადიკალური ოპოზიციაა

ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტიც რადიკალური ოპოზიციაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ერთად წარმატებით შეასრულებენ ყველა იმ პირობას, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია.

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტიც სამწუხაროდ, გახლავთ რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ერთად ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე დაგეგმილია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.