ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, სამართლიანად; ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები

ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, სამართლიანად; ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები

არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, სამართლიანად და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინა არჩევნების წინ, ზუსტად მსგავსი რაღაც დოკუმენტები იყო გავრცელებული „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიების მიერ. ახლაც იგივე ატრიალებენ და ფანტაზიაც არ ჰყოფნით რომ განსხვავებული დოკუმენტები შეადგინონ. სინამდვილეში არჩევნები ჩატარდა სათანადოდო, სამართლიანად და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები“, - აღნიშნა კობახიძემ.