გურამ მაჭარაშვილი: ლევან ბერძენიშვილი ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე და ახლა გადაწყვიტა, ვინც შედგა საზოგადო მოღვაწედ, ისინი ლანძღოს

გურამ მაჭარაშვილი: ლევან ბერძენიშვილი ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე და ახლა გადაწყვიტა, ვინც შედგა საზოგადო მოღვაწედ, ისინი ლანძღოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც აკაკი წერეთელი სექსუალურ მოძალადედ მოიხსენია.

როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილს აწუხებს კომპლექსები. ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსი, როგორც საზოგადო მოღვაწე და ახლა, გადაწყვიტა, ვინც შედგა საზოგადო მოღვაწედ და ვისაც ქართველი ხალხი სცემს პატივს, ისინი ლანძღოს. წარმომიდგენია, ახლა რომ აკაკი წერეთელი ცოცხალი იყოს, ლექსად როგორ პასუხს გასცემდა ლევან ბერძენიშვილს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ლევან ბერძენიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება - ერეკლე მეორის შემდეგ პოლიტიკოსი და ფილოლოგი ამჯერად თავს ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, აკაკი წერეთელს ესხმის და მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს.