გარკვეული პირებისგან ძალიან მოდური გახდა ჩვენი წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა იმ კუთხით და იმ აუდიტორიის წინაშე, რომელსაც წარმოადგენს მომავალი თაობა, რათა დატოვონ საზოგადოება გმირების, ღირებულებების ზნეობრივი ორიენტირების, მამულიშვილების გარეშე, - ამის შესახებ ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც აკაკი წერეთელი სექსუალურ მოძალადედ მოიხსენა.
მისი თქმით, ქართველი გმირების და წმინდანების დისკრედიტაცია დამახასიათებელია რუსული სპეცსამსახურებისთვის.
„ვინც აკაკი წერეთელს ლანძღავს, მისი მიზანია ქართული თვითმყოფადი კულტურის და ქართველი ერის ღირსების განადგურება“, - აღნიშნავს მასხარაშვილი.