რასელ ქროუმ მთავარი ანტიგმირის წოდება მიიღო

რასელ ქროუმ მთავარი ანტიგმირის წოდება მიიღო

ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

კინოს თემაზე მწერალმა ოკეანისგაღმელმა ჟურნალისტებმა ყველაზე „უზრდელი და ჩხუბისთავა“ მსახიობის ვინაობა დაასახელეს.

ეს „საპატიო“ წოდება ცნობილ ავსტრალიელ კინომსახიობ რასელ ქროუს მიენიჭა.

მამაცი „გლადიატორი” რეალურ ცხოვრებაში თურმე მძიმე ხასიათით არის განთქმული.

მისი ყველა სტუმრობა ღამის კლუბებში სერიოზული ინციდენტით სრულდება. ამერიკული მას-მედიის ცნობით, რასელ ქროუ „სუსტი სქესის” არსებებთან ჩხუბითაც არის ცნობილი.

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ სტუდენტობისას ქროუ თანაკურსელ გოგონებს ფიზიკურად ეხებოდა და ამ მიზეზის გამო არაერთხელ გაილახა.