ამირან სალუქვაძე: საექსპერტო წრეებში ყოველთვის იყო მოწოდება, რომ საქართველოს განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა რეგიონში. ამ კუთხით მისასალმებელია პრემიერ ღარიბაშვილის აქტიურობა

ამირან სალუქვაძე: საექსპერტო წრეებში ყოველთვის იყო მოწოდება, რომ საქართველოს განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა რეგიონში. ამ კუთხით მისასალმებელია პრემიერ ღარიბაშვილის აქტიურობა

საექსპერტო წრეებში ყოველთვის იყო მოწოდება, რომ საქართველო ამ მიმართულებით გააქტიურებულიყო, დაეკავა თავისი ტრადიციული როლი და განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა რეგიონში. ამ კუთხით მისასალმებელია პრემიერ ღარიბაშვილის აქტიურობა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე თბილისში ჩატარებულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

„გარდა იმ მედიაციისა, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალური არის ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, იქნება განხილული სხვა თემებიც, რეგიონული პროცესები, რეგიონული პროექტები, მათ შორის სატრანზიტო დერეფნები და ა.შ. ამ პროცესებიდან ჩამორჩენა არ შეიძლება, რადგან თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენი ინტერესები რეგიონში არ იქნება დაცული“, - განაცხადა სალუქვაძემ.

დღეს თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი გაიმართა. ერთი წლის წინ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში პირადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩართული. ქართულ-ამერიკული მედიაციის შედეგად, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა მნიშვნელოვანი აზერბაიჯანულ მხარეს დოკუმენტები გადასცა.