არავის აქვს უფლება მოსამართლე მისი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების გარემოებებთან დაკავშირებით გამოჰკითხოს, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აქცენტი განცხადების იმ ნაწილზე გააკეთა, რომელშიც ჩხიკვაძე ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლად აფასებს.
„თუ გაბედავს ბატონი გალერი თავის ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში სასამართლო იურისდიქციაში და კომპეტენციაში ჩარევას? ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდება. მსგავსი სიტყვა რომ ეთქვა, შეიძლება პოლიტიკაც დაატოვებინონ, მაგრამ რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოში ყველაფერ მოსულა, საქართველოზე პოლიტიკური ქულების კეთება შეიძლება. არ შეიძლება. საქართველო ძალიან მყარად არის ევროპული ფასეულობებისკენ სავალ გზაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.
რომ ვიძახოდი ფანდარასტები არიან მეთქი---- ხომ განმოვედი ვანგა??
მოკლედფ ეს დღეეები მაგარი პარადი მაქვს.......
ეშმაკს აქამდე მარტო ყურები და ქოჩორი უჩანდა...... ეხლა უკვე სახეც დაგვანახა და სხვა რამეც--- კახეთში სირს რომ ეძახიან...
თქვენ კიდევ ეძახეთ ისევ მეგობარი......
საწყალი კოლუმბი......................................ის მართლა საწყალი ნაღდად მეცოდება......................რაც იმას დედდდსდდპპპპჭჭჭწ გინება აქვს თან მთელ მსოფლიოში...................................... მტრისას................